აშშ-ის პოლიციამ 12-დან-14 წლამდე ასაკის 4 მოზარდი დააკავა, რომლებმაც მოწონებების გამო პირდაპირ ეთერში გოგონა მოკლეს. ინციდენტი ლუიზიანის შტატში სავაჭრო ცენტრში მოხდა. მომხდარი სოციალურ ქსელებში ფეისბუკსა და ინსტაგრამში ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა. ვიდეოზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავის მსხვერპლს დანა პირდაპირ გულში ჩაარტყა. მიღებული ჭრილობებისგან გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.