ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა

27 იანვარი 2021, 14:59 857 ნახვა

სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. იგი  აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.ბლინკენის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა 22 რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა. ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში