პასკალ სორიო - „ასტრაზენეკა“ დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს

27 იანვარი 2021, 11:48 1525 ნახვა

ბრიტანულ შვედური ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ უარყოფს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ვაქცინას სხვა ქვეყნებს აწვდის.   ამის შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა, პასკალ სორიომ გააკეთა. პასკალ სორიოს განცხადებით, „ასტრაზენეკა“ რომელიმე ქვეყანაში ვაქცინის გაყიდვით სარგებლის მიღებას არ ცდილობს.  კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, „ასტრაზენეკა“ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სამართლიანად იქცევა. 22 იანვარს კომპანიამ მოულოდნელად განაცხადა, რომ წარმოებაში არსებული პრობლემების გამო, ევროკავშირისთვის მარტის ბოლოსთვის დაპირებული დოზის მიწოდებას ვერ შეძლებდა. ბრიუსელში ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ პირველ კვარტალში მხოლოდ 31 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებს, რაც დაგეგმილზე 60 პროცენტით ნაკლებია. 2020 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ევროკავშირმა „ასტრაზენეკასგან“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა უნდა მიიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი