ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი.