კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო შიმშილის პირასაა მოსახლეობა.