შეხვედრა ერგნეთში

27 ოქტომბერი 2016, 00:00 2407 ნახვა

ცხინვალის ე.წ. ციხეში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი  განსახილველი თემა ერგნეთში შეხვედრაზე. ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 71-ე შეხვედრაზე საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები უქმნიან. მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი