ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს სავარაუდოდ, გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძე გამოიკითხებიან.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ, ამ საქმეზე განაჩენი ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს.