ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს პარლამენტი 1 კვირაში განიხილავს

23 იანვარი 2021, 18:20 1283 ნახვა

''ქართული ოცნების  პოლიტსაბჭომ  პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე იკავებს. კახა კალაძე კვლავ  პარტიის გენერალური მდივანია, პოლიტიკურ მდივნად კვლავ არჩეულია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი - დიმიტრი სამხარაძე.

დღესვე პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა დარჩათ. როგორც მდინარაძე განმარტავს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ.

ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციას მიმართავენ მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი