საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს,განიხილეს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი.