ვაგნერ გონსალვეში ბათუმის ''დინამოდან'' კარიერას უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ''დნიპრო-1''-ში გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული სატრანსფერო პორტალი transfermarkt ავრცელებს.
24 წლის ბრაზილიელმა ბათუმურ კლუბში 14 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ვაგნერის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 375 000 ევროს შეადგენს.
''დნიპრო-1'' ამ დროისთვის უკრაინის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 8 ქულით ბოლო მეთოთხმეტე ადგილზე იმყოფება.