უცვლელად 6.5 პროცენტზე ინარჩუნებს საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა საგარეო შოკების გავლენა და გაუმჯობესებულია სავაჭრო ბალანსი. ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული ბანკი.