საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ბიზნესის წარმოების კუთხით. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, 190 ქვეყანას შორის საქართველომ 23-ე პოზიციიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა შედეგების წარდგენისას წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებს გაუსვა ხაზი.