დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

21 იანვარი 2021, 12:03 1120 ნახვა

დიდთოვლობის გამო ხულოში, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია ცენტრალურ მაგისტრალს, მთავარ დამაკავშირებელ გზას.აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა ნებადართული. ამ ეტაპზე შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას  ელექტროენერგია. განსაკუთრებით მაღალია თოვლის საფარი ხულოში.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის  საფარის სიმაღლემ თითქმის ერთ მეტრს მიაღწია.  ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელ გზებს მძიმე ტექნიკა წმენდს. ამ დრომდე თოვს ქედაში. შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება. თოვლის საფარის სიმაღლე აქაც  ერთ მეტრს აღწევს. ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილება. გასაწმენდია ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი, რისთვისაც დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები.  თოვლისგან  ასუფთავებენ  ხეებს. რაც შეეხება ქობულეთს. ქობულეთში სამი სოფელი: დაგვა, კვირიკე და ზენითი ჩაკეტილია. ამ წუთებში მაღალი ზონის სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდაზე აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს. ბათუმი ქობულეთის დამაკავშირებელი გზა გახსნილია. გუშინ ყველაზე რთული ვითარება დიდთოვლობის გამო ქობულეთში შეიქმნა. ჩაკეტილი იყო ავტობანი. საცობების გამო გართულებული იყო ტრანსპორტის გადაადგილება ბათუმი- ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე. ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი 7 სოფლის გზა  ჩაკეტილი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში