ბაიდენი მიგრანტებს მოქალაქეობის მიღების ვადას შეუმცირებს

19 იანვარი 2021, 14:57 1177 ნახვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. უკანონო მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭება ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ პროგრამის ამოქმედების შესახებ ის თეთრ სახლში შესვლის შემდეგ გამოაცხადებს. პროგრამა შეეხება პირებს, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ იმყოფებიან. კერძოდ, ისინი, ვინც აშშ-ში 2021 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ იმყოფებიან, 5 წელიწადში დროებითი ბინადრობის უფლებას ან „მწვანე ბარათს“ მიიღებენ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გაივლიან ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურებს, გადაიხდიან გადასახადებს და სხვა ძირითად მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ისინი, სურვილის შემთხვევაში, 3 წელიწადში აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი