ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს ეუთო რუსეთის ხელისუფლებას. საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ ეუთო-ს ტერიტორიაზე ნებისმიერი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. რუსეთს მოუწოდებს შეაჩეროს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. „ბატონი ნავალნის პოლიტიკური პროგრამა ამომრჩეველმა უნდა შეისწავლოს და არაპროკურორებმა,” - აღნიშნულია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.