ერთი დღე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე

19 იანვარი 2021, 11:45 145 ნახვა

შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღე რჩება. ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე გაძლიერებულია დაცვა, ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ათასობით წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიას პანდემიისა და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო, წინა წლებთან შედარებით ადამიანების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა დაესწრება. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებენ, ღონისძიებაზე მისვლაზე უარი განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს, ცერემონიის სატელევიზო ეთერს კი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში