საქართველოში ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერით" დაიწყება და შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმიდან "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით შემოთავაზება მიიღოს.
დღეს საქართველოში კოვიდ 19-მა კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახალი დადასტურებული შემთხვევების კუთხით კი ქვეყანაში კლების დინამიკა კვლავ ნარჩუნდება.
ამის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ამტკიცებენ, რომ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ და რეგულაციები დავიცვათ.