პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

18 იანვარი 2021, 17:02 876 ნახვა

ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს თუ როგორი იყო გიორგი მენაბდიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა.

პროკურატურის განმარტებითვე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, მძევლად ხელში ჩაიგდო ორი პირი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

გიორგი მენაბდიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი