ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნეონის განათება მოეწყობა, მანათობელი ლენტები ბილიკებთან დამონტაჟდება, ტბა კი დეკორატიული სანათებით მოეწყობა. ბიუჯეტიდან ამისთვის, 8 ათასამდე ლარია გამოყოფილი. ტენდერში მონაწილეობისთვის კი კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 20 იანვარამდე აქვთ დრო. პარკში განათების სისტემის გაუმართაობის გამო პრეტენზიებს მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ.