ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს

18 იანვარი 2021, 11:50 1126 ნახვა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალი, რომელიც რუსეთში დაბრუნდა,  პოლიციელებმა  საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. რუსი ოპოზიციონერის თვითმფრინავი მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში