დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყო სწავლების მეორე სემესტრი. აჭარისა და ათი ქალაქის გარდა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდა, უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.