საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.