ბათუმის სტადიონზე კამპ ნოუს და სან სიროს სტადიონების მსგავსი ჰიბრიდული მინდვრის საფარი მონტაჟდება

17 იანვარი 2021, 17:11 1652 ნახვა

ბათუმის სტადიონზე კამპ ნოუს და სან სიროს სტადიონების მსგავსი ჰიბრიდული მინდვრის საფარი მონტაჟდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ანაგის” პროექტების მმართველის გოგა გუგავა ადასტურებს.

მისივე თქმით, ბათუმის სტადიონი მუდმივად მზადყოფნაში იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად.

"ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონი არის ნახევრად გადახურული საკონსულტაციო კომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სტადიონზე მოეწყოს სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ჰქვია ჰიბრიდული საფარი, რომელიც ბუნებრივ საფართან ერთად უზრუნველყოფს მუდმივ მდგრადობას და მზადყოფნას ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად”, – აცხადებს გოგა გუგავა.

ბათუმის სტადიონის არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტს შეესაბამება და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი