ბრიტანული და ახლა უკვე ბრაზილიური კორონავირუსის ახალი სახეობის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთი რადიკალური ზომების მიღებას აგრძელებს. გაერთიანებული სამეფო - ორშაბათიდან ყველა "სამოგზაურო დერეფანს" კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში ხვალიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. ბრიტანეთის გარდა ახალი შტამების გავრცელების პრევენციისთვის, რეგულაციებს გაამკაცრებს გერმანია, იტალია და ესპანეთი. ორშაბათიდან ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება.