ოლიმპიურ ჩემპიონებს სტიპენდია გაუორმაგდათ

16 იანვარი 2021, 12:05 1257 ნახვა

ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ. ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები – ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ყოველთვიურად დაენიშნებათ 800, ხოლო ევროპის ჩემპიონებს 400 ლარი. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში