პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული დააკავა.დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, 15 იანვარს, კახეთში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.