ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და მუსლიმების წარმომადგენლები ერთმანეთს, ხელისუფლების წევრებთან ერთად კულტურის სახლში შეხვდნენ. რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება შეთანხმებით დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროვოკაციულ გამონათქვამებს არ უნდა აყვნენ.
ბუკნარში მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში, ტოლერანტულ გარემოში განაგრძობენ. მოლაპარაკების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრამდე კი ქრისტიანებმა და მუსლიმებმა თავიანთ სალოცავებში ილოცეს. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ბუკნარში 3 დღის წინ დაიწყო და დღეს შერიგებით დასრულდა.