თურქეთში წყლის დეფიციტია

15 იანვარი 2021, 14:56 1013 ნახვა

თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა. სტამბოლის მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ნალექების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქალაქს 45 დღის საკმარისი წყლის მარაგი აქვს. წყლის მარაგის ნაკლებობაზე საუბრობენ თურქეთის დედაქალაქშიც. ანკარის მერმა მიმდინარე თვის დასაწყისში მოსახლეობას უთხრა, რომ კაშხლებსა და წყალსაცავებში 110 დღის სამყოფი წყლის მარაგია დარჩენილი. ქვეყნის სხვა ქალაქებშიც კაშხლები და წყალსაცავები დაახლოებით 40 პროცენტითაა გავსებული. თურქ მეცნიერთა განცხადებით, წყლის ბუნებრივი ციკლი დარღვეულია კლიმატური ცვლილებებით.  პრობლემის მიზეზად თურქეთში ასევე სახელდება წყლის მოძველებული ინფრასტრუქტურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში