კიევში გაზისა და დენის გაძვირებას აპროტესტებენ

15 იანვარი 2021, 14:55 897 ნახვა

უკრაინის დედაქალაქში გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების  გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები  მოითხოვენ  გაუქმდეს გაზსა  და ელექტროენერგიაზე ფასების მომატება,  აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე  ტარიფების გაზრდა, გაზის სატრანსპორტო და გამანაწილებელი ქსელები, რომლებიც ახლა კერძო აქციონერთა კომპანიების მფლობელობაშია,  ადგილობრივი ამხანაგებობის  საკუთრებაში გადავიდეს.  კიევის ცენტრში მობილიზებულია სამართალდამცველები. მსგავსი აქციები უკვე მეორე კვირა უკრაინის ქალაქებში იმართება.  მასობრივი პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა ახალი წლიდან გაზზე ფასის გაზრდის და ასევე  ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათების გაუქმების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი