ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 837 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.