საგამოძიებო სამსახურმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8 ათას 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებები სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში ჩატარდა.დაკავებულია 2 მოქალაქე.