საპარლამენტო არჩევნები 2020 "ჰუმან რაითს ვოჩ“–ის ანგარიშში

14 იანვარი 2021, 11:51 800 ნახვა

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის კოვიდ19 და ადამიანის უფლებები, ნარკოპოლიტიკა, საერთაშორისო აქტორები და ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ანაგრიშში მოყვანილია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ეუთოს შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ერთის მხრივ საუბარია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლების დაცვით ჩატარდა, თუმცა მეორე მხრივ ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი უწოდეს. ანგარიშში მოხვდა არჩევნების დღეს ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, კენჭისყრის ფარულობის  დარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი