რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს, - ამის შესახებ ნავალნიმ „ტელეგრამსა“ და „ტვიტერზე“ დღეს დაწერა. სამშობლოში ცემი დაბრუნების საკითხი ჩემს წინაშე არასოდეს დამდგარა, რადგან არასდროს წავსულვარ-წერს პოლიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გერმანიაში უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 17 იანვარს, კვირას, შინ ვბრუნდები. დამხვდით- წერს ნავალნი. ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.