ხულოში, სტიქიის შედეგად საციხურში დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო. აჭარის საგზაო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გზა სრულად ხვალ დღის მეორე ნახევრიდან აღდგება. დაზიანებული გზის გამო, ღორჯომი-აგარის შემოვლითი გზით 4 სოფელი სარგებლობს.რთული ვითარებაა შუახევში სოფელ ბრილსა და ნენიაშია.
მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოწვა, ადგილობრივები გეოლოგებს ელოდებიან. სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორ დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
რაც შეეხება ქედას, როგორც გაირკვა, წონიარისის ხიდი შეკეთებას არ ექვემდებარება და მის ხელახლა ასაგებად ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ცნობისთვის, ხიდის დაზიანების გამო მოსახლეობას სოფლებში: აბუქეთა, ტიბეთა და კანტაურში შემოვლითი გზით გადაადგილდება უწევთ, რის გამოც მათ ყოველდღიურად 8 კილომეტრით მეტის გავლა უწევთ.