გურიაში მომხდარ ინციდენტზე ერთი მოქალაქე დააკავეს, 2 დაშავებული საავადმყოფოშია

13 იანვარი 2021, 11:45 1225 ნახვა

ჩოხატაურის  სოფელ ბუკნარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო სამართალდამცველებმა 1 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს თანასოფლელებს  ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ. დაკავებულს  ბრალი ძალადობაში ედება. ადგილობრივების ინფორმაციით კი, კონფლიქტი  რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. ამბობენ, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას სოფელში მცხოვრებთა ნაწილი არ აძლევს. მათივე ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებას მიმართავს  მესამე სექტორიც. იემსი სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი