ჯანდაცვის კომიტეტთან შექმნილი სპეციალური საბჭო კომიტეტს საექსპერტო დახმარებას გაუწევს, რომელშიც სამედიცინო სფეროსთან ერთად სხვა დარგის სპეციალისტებიც არიან.
დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს ჯანდაცვის კომიტეტში. ხელისუფლება ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინის საქართველოში შემოსატანად აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.
სწორედ ამერიკის ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ საქართველოს მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსს 24 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსი დაუდასტურდა 1857 ადამიანს.