სანაპირო კურორტებზე ხვალ ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

12 იანვარი 2021, 15:21 4570 ნახვა

ხვალ დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე, მხოლოდ ერთი დღით ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და +19, +21 გრადუსამდე დათბება. პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მეტრ წამამდე, სანაპირო ზოლში შესაძლებელია ქარის სიჩქარემ 20-25 მეტრ წამს მიაღწიოს.

იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ქარის დროს არსებული რეკომენდაციები.

ფოტო - (ასახულია 13 იანვრის ქარის სიჩქარის მეტეო რუკა)

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში