ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ, 21 წევრიან შემადგენლობას მმართველი პარტია შაბათს დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებს. თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა გუშინ წარადგინეს. თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დადგა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება, მთელი ქვეყნის მასშტაბით.