პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილამდე და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ქველმოქმედი პოლიტიკაში 2011 წლის 7 ოქტომბერს, საჯარო წერილის გამოქვეყნებით გამოჩნდა და კვლავ ღია წერილით წავიდა. განცხადებაში ივანიშვილი უპრეცედენტო მოვლენად აფასებს მესამე ვადით გამარჯვებას. მმართველი გუნდი კი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის უალტერნატივოა.
როგორც წერს, მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის არჩევნებით დამარცხება და საქართველოს ევროატლანტიკური კურსით შეუფერხებელი სვლა იყო. მისივე თქმით, გული წყდება, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ შეიქმნა.