ივანიშვილი დარჩება არაფორმალურ მმართველად და ''ქართულ ოცნებაში'' გადაწყვეტილების მიმღებ პირად - ოპოზიცია 

11 იანვარი 2021, 11:56 1520 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადების არ სჯერა, რადგან  მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ადრეც მოუსმენია.  

''ბიძინა ივანიშვილის მსგავსი განცხადებები არა ერთხელ  მოგვისმენია, ეს სავარაუდოდ მისი მორიგი ,,ტრიუკია'', თუმცა  ამასთანავე არის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება. ადამიანმა, რომელმაც რვა წლის განმავლობაში ქვეყანა  გააღარიბა, ადამიანებს ყოფა-ცხოვრება გაუჭირვა, ამის შემდეგ გამოდის და ცდილობს აიცილოს ყველა პასუხისმგებლობა და ფორმალურად ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

თუ  კი რეალურად ჩამოშორდება  ძალიან კარგი იქნება, რადგან ქვეყანა გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისგან და ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამის ნაკლებად მჯერა, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ თითოს ''წასული'' და როგორ მართავდა ქვეყანას,'' - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. 

,,ის ტოვებს იმდენს და ისეთ ნაღმს ჩვენს ქვეყანაში, რომ კიდევ დიდხანს ვერ დავაღწევთ თავს ამ მარწუხებიდან ''- აცხადებს არმაზ ახვლედიანი. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლას ''ლელოს'' ოფისშიც გამოეხმაურნენ. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ დარჩება არაფორმალურ მმართველად. 

''პირველ რიგში ივანიშვილმა საკუთარ თავთან აღიარა დამარცხება და ის წავიდა პოლიტიკიდან, თუნდაც ფორმალურად.  ის დარჩება არაფორმალურ მმართველად და ''ქართულ ოცნებაში'' გადაწყვეტილების მიმღებ პირად, რადგან ეს არის მისი რესურსების, კაპიტალის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა. სჭირდება, რომ აკონტროლოს ბოლომდე ოცნება. ირაკლი კობახიძეებით, ვანო ზარდიაშვილებით თუ სხვებით შეავსოს საქართველოს პარლამენტი, რომელიც იქნება მორჩილი მხოლოდ ერთი პირის და ეს არის ბიძინა ივანიშვილი'' - განაცხადეს ''ლელოში''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში