განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხარაგაულში 1990 წელს დაბადებული დააკავეს. შსს ცნობით ბრალდებულმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულს ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს გამოძიება კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს რაც 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.