საპატრიარქოში ვირუსზე 55 ტესტის შედეგს ელოდებიან

09 იანვარი 2021, 18:17 999 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას  საპატრიარქო ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით საპატრიარქოში კორონავირუსზე ტესტირება 55 ადამიანს ჩაუტარდა, მისივე განცხადებით  პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.  როგორც იცით კორონავირუსი დაუდასტურდა პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, რომელიც ილია მეორეს იუბილეზე იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი