პოლიციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში ერთი პირი დააკავა. ბრალი 1990 წელს დაბადებულს, წარსულში ნასამართლევს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა.ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.