ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანებული ქალი გარდაიცვალა

08 იანვარი 2021, 20:35 1590 ნახვა

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს, მოქალაქემ პიროტექნიკის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.

დაზარალებულს ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების  ბრიგადებმა, პიროტექნიკის შედეგად დაზიანებული რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი