2021 წელს საქართველო შესაძლოა, მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდ 25 ექსპორტიორს შორის მოხვდეს, რადგან გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 750 ტონა მოცვი მოიკრიფა, დაახლოებით 665 ტონა კი პროდუქტი ექსპორტზე გავიდა. შემოსავალი 4 მილიონ ლარამდე იყო.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი ამინდი შესაბამისი იქნება, 2021 წლისთვის საქართველო მოცვის მოსავლის გაორმაგებას შეძლებს.
მოცვი არის ყველაზე ძვირადღირებული საექსპორტო პროდუქცია, ხილის, ბოსტნეულისა და თხილის კატეგორიაში. მოცვის საერთო მოსავალში დიდი წვლილი აჭარას შეაქვს, საიდანაც ექსპორტზე 90% გადის.