სოფლის ტურიზმის ფესტივალი ,,განდაგანა” 29 ოქტომბრის ნაცვლად 28-ში გაიმართება. ცვლილების მიზეზად დეპარტამენტში 29 ოქტომბერს გამოცხადებულ წვიმას ასახელებენ. ფესტივალის ფარგლებში პარასკევს, ევროპის მოედანზე სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყობა. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებეი. სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბრენდები იზრუნებენ.