გუდაუთის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებისგან განსხვავებით ამ დრომდე ვერ ხერხდება ოკუპირებულ გაგრაში ხანძრის ლიკვიდირება. დახმარება აფხაზურ მხარეს თბილისმა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში არ ჩართულა. ამის პარალელურად კი ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ხანძარი გაგრაში საცხოვრებელ კორპუსებსაც მიუახლოვდა.