გვიან ღამით, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოსთან ცენტრალურ გზაზე ქვის ლოდები ჩამოიშალა. რის შედეგადაც ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მალევე დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგა. ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გზის გაფართოებით სამუშაოებს კომპანია ,, ზიმო" ასრულებს. კომპანიამ ხიჭაურიდან ჩანჩხალოს ხიდანდე გზის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.