ხანძარი გაგრაში-ცეცხლი სახლებს უახლოვდება

08 იანვარი 2021, 11:41 905 ნახვა

ხანძარს ებრძვიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაგრაში. ტყეში  გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე მაშველი მუშაობს. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება, თუმცა, ამის საჭიროება ჯერ არ არის. ინფორმაციას sputnik-abkhazia  ავრცელებს.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი