ბათუმის "დინამო" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა

07 იანვარი 2021, 22:30 1081 ნახვა

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. შავიზღვისპირელებმა ამჯერად "თელავის" 28 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკვურა დაიმატეს.

ჩუკვურა საქართველოში 2013 წლიდან თამაშობს, ის სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე ლიგაში ასპარეზობდა. ეროვნულ ლიგაში კი მას "ტორპედოს", "რუსთავის" და ზუგდიდის "დინამოს" რიგებში უთამაშია.

ნიგერიელმა მცველამა გასულ სეზონში "თელავის" მაისური 13 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლის გატანაც მოახერხა.

მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ბათუმის "დინამომ" გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფანცულაია და გიორგი ზარია დაიმატა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში